დეკანოზის საქმე

06 სექტემბერი 2017, 00:00 1836 ნახვა

ე. წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ადამიანის უფლებათა ცენტრი აფასებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციის იურისტი უშუალოდ იყო ჩართული სასამართლო პროცესში და იცავდა დეკანოზის ინტერესებს, რა გზითაც არსებობს სრული ინფორმაცია როგორც უშუალოდ საქმეში არსებული დარღვევების, ისე სასამართლო პროცესის ხარვეზების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაირღვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი; ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა გიორგი მამალაძის მიმართ უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია; პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილია დეკანოზის პირადი ცხოვრების ამსახველი, მაგრამ ბრალდებასთან კავშირში არმყოფი მასალები; დაუდასტურებელია ციანიდის შეძენის ფაქტი; დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება'', წერია ორგანიზაციის საგანგებო განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში