საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში

06 სექტემბერი 2017, 00:00 1974 ნახვა

ბათუმი ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. თამაშები ამ წუთებში მიმდინარეობს და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნულ ტურნირზე სულ რვა გუნდი მონაწილეობს, მათ შორის უკრაინის, ბელარუსიის და თურქეთის გუნდები და ყაზახეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები.

საქართველოდან კი ფესტივალზე ბათუმის დინამო და ფოთის კოლხეთი ითამაშებენ.   ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი ბათუმის მერიის, აჭარის ფუტსალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი