ხანძარი შუახევში. ცეცხლი, სოფელ გოგინაურში რევაზ გოგიტიძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში იქნებიან შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სოფელ გოგინაურში გამგებლის წარმომადგენლის, ჯუმბერ ფუტკარაძის ინფორმაციით, ოჯახში მარტო დედა-შვილი ცხოვრობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.