საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა. კონგრესცენტრში საქართველოს პრეზიდენტს ჯილდო 2005 - 2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და განცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.