ე.წ. ციანიდის საქმე

06 სექტემბერი 2017, 00:00 1968 ნახვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ე. წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აფასებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი უშუალოდ იყო ჩართული სასამართლო პროცესში და იცავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს, რა გზითაც ორგანიზაციამ მიიღო სრული ინფორმაცია როგორც უშუალოდ საქმეში არსებული დარღვევების, ისე თვითონ სასამართლო პროცესის ხარვეზების შესახებ.

''ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ე. წ. ციანიდის საქმეზე დაირღვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი; ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა გიორგი მამალაძის მიმართ უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია; პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილია დეკანოზის პირადი ცხოვრების ამსახველი, მაგრამ ბრალდებასთან კავშირში არმყოფი მასალები; ერთიანი  სისხლის სამართლის საქმე გაყოფილია; დაუდასტურებელია ციანიდის შეძენის ფაქტი; დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება'', წერია ორგანიზაციის საგანგებო განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი