სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შუახევში ხანძრის კერა ლოკალიზებულია
06 სექტემბერი 2017,
00:00
1977 ნახვა
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შუახევში ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
" რამდენიმე ხნის განმავლობაში სახანძრო ჯგუფებს შორის კავშირი ვერ დამყარდა, თუმცა მოგვიანებით მაშველებმა რკალის შეკვრა შეძლეს. ცეცხლის არეალი საგანგაშო არ არის" - აცხადებენ უწყების წარმომადგენლები. ისინი იმედოვნებენ, რომ ხანძრის კერის ლიკვიდაციას მალე შეძლებენ.