ელტონ ჯონის კონცერტის თარიღი შესაძლოა შეიცვალოს

05 სექტემბერი 2017, 00:00 1641 ნახვა

Elton John-ის შეუცვლელი გიტარისტი და ვოკალისტი Davey Johnstone, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ბენდში 1972 წლიდან უკრავს, ხელზე გაკეთებული სასწრაფო ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის. მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს ალბათობა, რომ Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტების თარიღები შეიცვალოს და მაქსიმუმ 3 კვირით გადაიდოს. ამ ეტაპზე კონცერტის თარიღები იგივე რჩება - 16 და 17 სექტემბერი. კომპანია eastern promotion-ი მუდმივ კავშირზეა მუსიკოსის მენეჯმენტთან და სიახლის შესახებ დაუყოვნებლივ მოგაწვდით ინფორმაციას.

ამავე კატეგორიაში