მონადირეების აქცია მთავრობის სახლთან. ისინი ჭოროხის დელტის ტერიტორიაზე ნადირობის უფლების მიცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ აპარატის წარმომადგენელი შეხვდა და საკითხის რამდენიმე დღეში განხილვას დაჰპირდა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ჭოროხის დელტასთან ნადირობის უფლებას ვერ მიიღებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.