დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება მათთვის მოულდენლი იყო. ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მიხეილ რამიშვილი განაჩენს კატასტროფულს უწოდებს.
„გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს პრინპიცი დაარღვია. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. სხდომები დახურული იყო და საზოგადოებამ სიმართლე ვერ გაიგო. შესაბამის ინსტანციებში გასაჩივრდება“ - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა.