ბოლო დროინდელ ხანძრებზე გამოძიება მიმდინარეობს

04 სექტემბერი 2017, 00:00 2178 ნახვა

ბოლო დროს გახშირებული ხანძრების გამო დივერსიის ვერსიაზე საუბრობენ ექსპერტები.დივერსიასთან დაკავშირებით კითხვები აქვს სახალხო დამცველს.უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ვის გჯერათ რომ ეს ხანძრები შემთხვევით ჩნდება?

ომბუცმენი შსს და სუს-ის გამოძიების შედეგებს ელოდება. რამდენიმე დღის წინ დივერსიის ვერსიაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმაც, გიორგი მღებრიშვილის თქმით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. მინისტრის ინფორმაციითვე, 30 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქნა, რომელიც პირველ ეტაპზე ბორჯომის ხეობაში მუშაობენ, მოგვიანებით კი აბასთუმანში გადაინაცვლებენ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი გამოძიების შედეგებიც.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში