ხულოში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხანძრის მოსახლეობაში გავრცელების საშიშროება არ არსებობს. პატარაძის განცხადებით, მოხდება ხანძრის კერების შესწავლა და საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად რეკომენდაციების გაწევა, ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც. ცეცხლი ტორფს და ბუჩქნარს მოედო და ამ ეტაპზე ტყეში არ არის გადასული. იმის გამო რომ რელიეფი არის ძალიან რთულია, ტექნიკა ადგილამდე ვერ მუშაობს.
ცოცხალი ძალა კი დაახლოებით 200 მდე ადმიანი ხანძრის სალიკვიდიაციო სამუშაოებშია ჩართული. როგორც ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, ამავე ტერიტორიაზე ხანძარი წლების წინაც იყო, რის გამოც აქ მასიური ტყე არ არის. ადგილზე დილის ექვსი საათიდან ხანძრის 4 კერას ებრძვიან. ხულოს სამაშველო ბრიგადების გარდა ქედისა და შუახევის სამაშველო სამსახურებიც მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.