ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ფოტო - ვიდეო გადაღების საკითხს უთანხმოება მოჰყვა 

04 სექტემბერი 2017, 00:00 1890 ნახვა

კომისის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კახაბერ ჯაიანმა ფოტოს გადაღება მოითხოვა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ გადაღების შესაძლებლობა მხოლოდ სპეციალურად მონიშნული ადგილიდან ჰქონდა.

რასაც კომისის წევრის უკმაყოფილება მოყვა. კახაბერ ჯაიანის თქმით, გადაღების უფლება, 5 წუთის განმავლობაში ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან აქვს. კომისიის სხვა წევრთა განმარტებით, ფოტოსა და ვიდეოს გადაღების უფლება მას მხოლოდ სხდომის დაწყებიდან 5 წუთის მანძილზე ქონდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი