ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ბულვარში მდებარე მოედანზე სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი იმართება. პროგრამის ფარგლებში ხვალ ჩემპიონატი კალათბურთშიც დაიწყება. ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, ღონისძიება საქართველოს 12 რეგიონში მიმდინარეობს.