ამ წუთებში ბათუმის 79 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობებს აკომპლექტებენ. პროცესს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. საუბნო საარჩევნო კომისია 6 წევრისგან უნდა შედგებოდეს.
ბათუმში სულ 102 საარჩევნო უბანია. ამ დროისთვის მხოლოდ 30 უბანია დაკომპლექტებული.