ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება

04 სექტემბერი 2017, 00:00 2569 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება. თუმცა როგირც ცნობილია, ის პირველ ეტაპზე სანავიგაციო ფუნქციას შეასრულებს. ამის შემდეგ გადაწყდება საჭიროა თუ არა ხანძირს სალიკვიდაციო სამუშაოებშივერტმფრენის  ჩართვა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით,  ვერტმფრენის დახმარებით  ხანძრის კერების შესწავლა მოხდება. საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად კი რეკომენდაციები გაიცემა. ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი