ცესკო საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ  მუქარაზე 

03 სექტემბერი 2017, 00:00 3161 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე  განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს ცესკოს პრესსპიკერი. ანა მიქელაძის განცხადებით,   პარლამენტის ყოფილი წევრი სამუელ პეტროსიანი და მისი შვილი,  ახალქალაქის ოლქის  ხელმძღვანელს   სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, მის  მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს კი საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს.

ინფორმაცია შესასწავლად პროკურატურას გადაეგზავნება. ცენტრალური საარჩევნო კომისია   მიმართავს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებებისგან. 

ამავე კატეგორიაში