ქართული ოცნების ბათუმის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

03 სექტემბერი 2017, 00:00 3464 ნახვა

ქართული ოცნების ბათუმის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. “შემაშფოთებელია ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატის, ჯელალ ქიქავას მხრიდან დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა საჯარო სივრცეში და სატელეფონო საუბარში. ის ადამიანებს შეურაცხყოფს და დამცინავად მოიხსენიებს კუთხური ნიშნის მიხედვით. ასეთი ტიპის განცხადებები დისკრიმინაციული და საფრთხის შემცველია. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ბათუმის საოლქო ორგანიზაცია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს, დაიცვან კანონი, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან და კონსტრუქციულად წარმართონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია”.-ნათქვამია განცხადებაში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი