ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში

02 სექტემბერი 2017, 00:00 5978 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი თვითმხილველებმა ჩააქრეს. ავტომანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი 125 მუხლის მიხედვით დაჯარიმდება, რაც  სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში