ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე  იბრძოლებს

02 სექტემბერი 2017, 00:00 2577 ნახვა

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბათუმში ლაშა კომახიძე იქნება. აღნიშნული “მთავართან” თავად აჭარის სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილმა მინისტრმა და რეგიონის მთავრობის მეთაურმა დაადასტურეს. თუმცა ვინ შეცვლის ლაშა კომახიძეს ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მის მოვალეობას ავთანდილ მესხიძე ასრულებს.

ლაშა კომახიძეს  სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა 2016 წლის 18 ივლისიდან ეკავა. მანამ კი 2008 წლიდან იყო გაეროს პროექტების კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე, 1997-დან 2000 წლამდე „საზღვაო ბანკის“ საინვესტიციო განყოფილების უფროსი. 2001-2003 წლებში აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანაშემწე, შემდეგ  კი აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა.

ამავე კატეგორიაში