საერთაშორისო ექსპერტებმა აქთაუს მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება დაიწყეს.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
საავიაციო ინციდენტების შემსწავლელმა კომისიამ 17 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით შეხვედრა გამართა და სამოქმედო გეგმა შეადგინა.
კომისია შემთხვევის ადგილს უახლოეს პერიოდში ეწვევა.
მათი მიზანი ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და რეკომენდაციების შემუშავებაა, მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
კომისიას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი, მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს.