ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი დასრულდა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

01 სექტემბერი 2017, 00:00 2716 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი დასრულდა და მოსამართლე  სათათბიროდ გავიდა

      ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დასრულდა.  ჯერჯერობით უცნობია როდის გამოაცხადებს მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას. ადვოკატის განმარტებით, პროცედურულად მოსამართლის თანაშემწე ამის შესახებ დაცვას წინასწარ შეატყობინებს. 
რაც  შეეხება სასამართლო სხდომის მიმდინარეობას. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.  დაცვის მხარემ მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით მიმართა. უფლებადამცველების შემდეგ, ბრალდებულმა  დეკანოზმაც ისაუბრა. ადვოკატების თქმით, მამა გიორგი ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, დეკანოზმა  შორენა თეთრუაშვილზე, მაღალ სასულიერო პირებზსა და პროკურატურაზე ისაუბრა.  დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოსამართლეს განაჩნის გამოსატანად დიდი დრო დასჭირდება. მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ მამა გიორგის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნება. 
სასულიერო პირის გამოსვლა საქმის პროკურორებმა შეაფასეს. მათი განცხადებით დასკვნითი სიტყვა მთლიანად იყო აგებული სიცრუეზე და მისი ჩვენებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალიწინებით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში