კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, იუნესკოს პატრონაჟით ხვალ გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება. ფესტივალში ქართველებთან ერთად, ბრიტანელი, იტალიელი, უნგრელი და რუსი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ბანაკი “არტ კემპი” მოეწყობა. კონცერტებსა და მასტერ-კლასებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 350 ბავშვი ჩაერთვება. ფესტივალი პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში იმართება.