11-12 მარტის სასამართლო პროცესი

01 სექტემბერი 2017, 00:00 2396 ნახვა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო 11-12 მარტის მოვლენების დროს  სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს. ის ერთადერთი ბრალდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

პროცესზე განახლდება მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი და დაიკითხებიან მთავარი  მოწმეები. სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს, თუმცა ლაშა დეკანაძის ადვოკატი აცხადებს, ის დღეს მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობას დააყენებს, და მოითხოვს, რომ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილოს. საქმეზე 19 პირს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში