გუშინ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად სოფელ ზედა მახოში 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. საცხოვრებელი სახლი ხის იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ნაგებობა მთლიანად დაიწვა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.