ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

31 აგვისტო 2017, 00:00 10845 ნახვა

სამ წლიანი მუშაობის შემდეგ, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ირაკლი ბერიძემ განცხადებით ბათუმის მერს დღეს მიმართა. ის საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში  მიდის. 

„თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ. ბათუმის მერს შესაბამისი მოთხოვნით დღეს მივმართე. გათავისუფლებას 1 სექტემბრიდან ვითხოვ. თანამდებობიდან წასვლის მიზეზი  სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლაა. მუშაობას მსხვილ  ქართულ-ჩინურ კომპანიაში დირექტორის პოზიციაზე გავაგრძელებ. მერიის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე ზეპირი მოლაპარაკება და შეთანხმება  გვქონდა. აღნიშნულ სამსახურში 2014 წლიდან ვმუშაობ.  სამი წლის განმავლობაში ბევრი სიახლე განხორციელდა. ყინულის სასახლემ დასახელება შეიცვალა და ის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრად გარდაიქმნა. ჩვენს ბაზაზე  ზამთრის სპორტის სახეობების კლუბები ჩამოყალიბდა. ცენტრი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება გახდა'' - აცხადებს ირაკლი ბერიძე.

ირაკლი ბერიძის განცხადება ბათუმის მერმა დააკმაყოფილა. /p>

ამავე კატეგორიაში