მშვიდობისმყოფელთა დღე

31 აგვისტო 2017, 00:00 1871 ნახვა

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი თარიღი თავდაცვის მინისტრმა ტელეხიდის საშუალებით მიულოცა და მათგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. დღესვე, ლევან იზორიამ კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.  

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ გასულ წელს, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა

ამავე კატეგორიაში