ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

31 აგვისტო 2017, 00:00 2799 ნახვა

ბათუმში, შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, სახიდე გადასასვლელები  სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში