საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იურიდიული სამსახურის უფროსი დირექტორის წინააღმდეგ. მალხაზ ბოლქვაძემ ნათია კაპანაძეს დისკრიმინაციის ბრალდებით პროკურატურაში უჩივლა. იგი უკვე გამოკითხა გამომძიებელმა. ამბობს, რომ მას დირექტორმა არ მისცა კუთვნილი შვებულება და ისეთი დოკუმენტის მომზადება სთხოვა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სხვა სამსახურმა უკვე მოამზადა.
დავალებების შეუსრულებლობის მიზეზით კი, პარალელურად, მაუწყებლის დირექტორმა შიდა დისციპლინური წარმოება დაიწყო მთავარი იურისტის წინააღმდეგ. მალხაზ ბოლქვაძემ საგამოძიებო ორგანოში 4 აგვისტოს შეტანილი საჩივრის შესახებ მრჩეველთა საბჭოს, საჯარო სხდომაზე, 24 აგვისტოს შეატყობინა. ნათია კაპანაძე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. მის პასუხებს მრჩეველთა საბჭოს წევრები ხვალ მოისმენენ.