აბასთუმანში ხანძარს ებრძვიან

29 აგვისტო 2017, 00:00 2808 ნახვა

საგანგებო შტაბი ბორჯომიდან აბასთუმანში გადადის. დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო სამცხე-ჯავახეთში. არსებული ინფორმაციით ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული, რაც ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იტყობინებიან, რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის ცოცხალი ძალა, მოხალისეები ცდილობენ და მეხანძრეებს სახანძრო მანქანებით ცეცხლის კერასთან მიახლოვება უჭირთ.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ლოკალიზებაში ჩართულია ვერტმფრენი. მისივე თქმით, ვითარების გართულების შემთხვევაში სამხედრო ძალას გამოიყენებენ, ასევე დახმარებას სთხოვენ მეზობელ ქვეყნებს, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ცეცხლი ისეთ ტყეში გაჩნდა, სადაც ბოლო 15 წელია ერთი ხეც კი არ მოჭრილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი