ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის მეუღლე გულის შეტევით გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ფესტივალ ,, ღამის სერენადები’’-ის გახსნის დღეს მოხდა.
კონცერტის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფი თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე, გარდაცვლილი შეიყვანეს