დინამოელთა დაპირისპირება

27 აგვისტო 2017, 00:00 1806 ნახვა

ბათუმის “რაგბი არენაზე” ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ერთმანეთს ბათუმის და თბილისის დინამოები შეხვდნენ, ანგარიში მე -9 წუთზე სტუმართა მცველმა, ლევან გეგეჭკორმა გახსნა. ბათუმელებმა გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლეს, გოლი ელგუჯა გრიგალაშვილის ანგარიშზეა.

თბილისელებმა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის კომპენსირებულ დროში გაიტანეს, თავი აკაკი შულაიამ გამოიჩინა, ამრიგად თბილისის დინამომ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, ბათუმისა და თბილისის გუნდებს შორის ანგარიში 2:1 თბილისის “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა. ბათუმელები 26 ქულით მე-7 ადგილზე რჩებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი