სკაუტური ბანაკი სახელწოდებით ‘’ერთად შევქმნათ ერთობლივი მომავალი’’ დაიხურა. საქართველოსა და თურქეთის მეგობრობისადმი მიძღვნილ ბანაკს ბათუმის ბოტანიკური ბაღი ერთი კვირის განმვლობაში მასპინძლობდა, რომელშიც 70 ქართველი და თურქი ახალგაზრდა მონაწილეობდა, მისი მიზანიც ქართველი და თურქი მოზარდების და ასევე ქართულ-თურქული კულტურული მემკვიდრეობების გაცნობა იყო. სკაუტურ ბანაკს გასულ წელს თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა