ქედის მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების მომრავლებას უჩივის. ადგილობრივების თქმით ხშირია ბავშვებზე თავდასხმის შემთხვევები. ისინი თვითმართველობას პრევენციული ღონისძიებების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
ქედის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში უპატრონო ცხოველების მოვლისთვის 4 ათასი ლარი გამოყო. “კომუნალსერვისმა” ქედიდან-ბათუმში, უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში, პირველ ეტაპზე, 22 ცხოველი გადაიყვანა, სადაც მათ კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდათ. დარჩენილი თანხით კი მხოლოდ 18 უპატრონო ცხოველის ტრანსპორტირებას შეძლებს.