სემინარი ფერმერებისთვის

27 აგვისტო 2017, 00:00 2691 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში ფერმერებს პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ. ისინი მთავარ პრობლემად თევზის გასაღებასა და მისთვის საჭირო საკვების სიძვირეს ასახელებენ. ფერმერების  თქმით პრობლემას თანამდეროვე ტექნოლოგიის არარსებობა წარმოადგენს.

ფერმერებმა რჩევები მიიღეს სასაქონლო თევზის გაზრდასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარული ქვეპროგრამის ფარგლებში, საველე პირობებში, სწავლება- კონსულტაციებს  27 საკალმახეში გეგმავს. კონსულტაციები ფერმერებთან დეკემბრამდე გაგრძელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში