ბათუმი  “ღამის  სერენადებს” უმასპინძლებს

25 აგვისტო 2017, 00:00 2118 ნახვა

ბათუმი “ღამის სერენადებს'' მასპინძლობსლიანა ისაკაძე უკვე ბათუმშია. 26, 27 და 28 აგვისტოს კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის უკვე მეცხრედ აჟღერდება კლასიკოსთა ნაწარმოებები. კონცერტები ამჯერად შერატონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.  კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან, და რუსეთიდან.  შესრულდება როგორც მსოფლიო კლასიკოსი, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ამავე კატეგორიაში