პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა ჩაერთო

25 აგვისტო 2017, 00:00 1969 ნახვა

პრემიერის თქმით, სტიქიის ზონაში სტაბილური ვითარებაა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთვება. პარალელურად, მუშაობას გააგრძელებს სტიქიის ზონაში მყოფი სხვა სამაშველო ბრიგადები. მისი თქმით, ტყეში ცეცხლის ყველა კერასთან გაყვანილია გზები და ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მუშაობა შესაძლებელია.

''არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც, ისე რომ არ გართულდეს. ეს არის ერთ-ერთი ზონა, რომელზეც კონცენტრირება ხდება. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა. ერთი აქამდე არსებული ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. დანარჩენ ზონებზე საჯარისო ნაწილსა და ცოცხალ ძალას განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კომბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას''-_ განაცხადა პრემიერმა.  

ცეცხლის საბოლოო ჩაქრობამდე საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში მუშაობას აგრძელებს.  

 

ამავე კატეგორიაში