ბორჯომის ტყის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჩაერთნენ

24 აგვისტო 2017, 00:00 2931 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენითი სამუშაოების საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშები გახსნა. “ჩვენი თანამოქალაქეების ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად, რესურსების კონსოლიდაციის და კოორდინაციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუკეთებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონირებას, სადაც აისახება ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა და ინიციატივა,  ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.” ა

ღნიშნულია განცხადებაში. ანგარიშის ნომრები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ajaratv.ge თანხის ჩარიცხვის სურვილი უკვე გამოთქვა ბიზნესმენმა, კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” მფლობელმა გალიფ ოზთურქმა, რომელიც ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში 500 000 ლარს ჩარიცხავს.

ამავე კატეგორიაში