სპეციალური ანგარიშები ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენად

24 აგვისტო 2017, 00:00 2151 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: „ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც. ჩვენი თანამოქალაქეების ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად, რესურსების კონსოლიდაციის და კოორდინაციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუკეთებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონირებას, სადაც აისახება ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა, ინიციატივა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ელექტრონული პორტალი შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები თვალსაჩინო, აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იყოს, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თითოეული თეთრი. 

მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

● კერძო კომპანიებიდან და ფიზიკური პირებიდან:

მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტს (ლარი) 

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

ბანკის კოდი _ TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003271

 

● უცხო სახელმწიფოთა საელჩოები საქართველოში:

მიმდინარე უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები (ლარი)

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

ბანკის კოდი _ TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003003

 

● საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობიდან საქართველოში:

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები (ლარი)

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

ბანკის კოდი _ TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003001

 

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისთვის:

აშშ დოლარი

Intermediary: 

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)

SWIFT CODE: FRNYUS33

ACC: 021087992 GEORG

Beneficiary's bank: 

NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA 

IBAN: GE65NB0331100001150207 

 

ევრო

Intermediary: 

DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)

SWIFT CODE: MARKDEFF

ACC: 5040040060

Beneficiary's bank: 

NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA

IBAN: GE65NB0331100001150207

ამავე კატეგორიაში