ხანძრის 4 კერა

24 აგვისტო 2017, 00:00 2195 ნახვა

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით, 50-60 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განცხადებით, კი ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.

ხანძრის გამო ხეობაში მობინადრე ცხოველებს, ფრინველებს, ამფიბიებსა და მწერებს ბუდეები გაუნადგურდათ, ზოგიერთი მათგანი კი, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარს თავადაც ვერ გადაურჩა.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ტერიტორია, რომელიც იწვის, ნაკრძალს ემიჯნება, შესაბამისად, ის იშვიათი სახეობის ენდემური, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველებისა და ქვეწარმავლების საცხოვრებელს წარმოადგენს.

ამავე კატეგორიაში