ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ცეცხლს 6-ი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ებრძვის. აქედან ორი ქართული, ორი თურქული ერთი აზერბაიჯანული, და ერთიც ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენია. სამაშველო სამსახურში ჩართული არიან მეხანძრე მაშველები და სატყეო სამსახურის წარმომადგენლებიც.