ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა

23 აგვისტო 2017, 00:00 2443 ნახვა

დღეს დილით ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტო ავარიის შედეგად დაშავებულ ერთ პაციენტს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის შედეგად დაშავებული 18 მოქალაქე ასევე რჩება კლინიკებში. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული. ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში