ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

23 აგვისტო 2017, 00:00 2095 ნახვა

ხელნაკეთი ნივთები, ხის ნაკეთობები, ხალიჩა-ფარდაგები, ორიგინალური სამკაულები - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბათუმის საზაფხულო თეატრთან ხალხური რეწვის ოსტატებმა წარმოადგინეს. გამოფენა „ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

პროექტში აჭარის ყველა რაიონის 25 წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გამოფენა- გაყიდვა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი