ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს სამუშაოებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ გამოგზავნილი ტექნიკური საშუალებები შემოუერთდნენ. ამ დროისთვის ადგილზე სულ 6 ვერტმფრენი მუშაობს:
„შემოგვიერთდნენ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები, თავისი ტექნიკით. 11 ერთეული ტექნიკა არის აზერბაიჯანის მხრიდან ჩამოყვანილი, სომეხმა კოლეგებმა ჩამოიყვანეს 8 ერთეული ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ. ასე, რომ იმედიანად ვართ, მე როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.