ავტოავარიის შედეგად დაშავებული 18 მოქალაქე ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში რჩება

23 აგვისტო 2017, 00:00 3915 ნახვა

ქობულეთის შესასვლელთან, მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 18 მოქალაქე ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში რჩება. ამ ეტაპზე სამ დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 15 დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და როგორც კლინიკაში გვითხრეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კიდევ დაშავებული ათი მოქალაქე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ოთხი მათგან რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სამს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, ხოლო დარჩენილი სამი დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. შემთხვევა ქობულეთის შესასვლელთან ავტობანზე დაახლოებით 6 საათზე მოხდა ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.შემთხვევის შედეგად 28 ადამიანია დაშავებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი რომელიც ქობულეთში იმყოფება ამბობს, რომ კლინიკებში სრული მობილიზაციაა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში