ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით აჭარაში მონადირეები დააჯილდოვეს. მათ საპატიო სიგელები და თასები მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა.
საუკეთესო მონადირედ ,,ვეიმარ ანერი “-ის ჯიშის ძაღლი დასახელდა, გამოვლინდა ასევე საუკეთესო მსროლელი, ვეტერანი, ახალგაზრდა და იღბლიანი მონადირე. ნადირობის სეზონი პირველ მარტამდე გაგრძელდება.