ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგას საბავშვო ბაღი სავარაუდოდ ორი წლით დაიხურება. აღსაზრდელებს გვერდით სოფლებში გადაანაწილებენ.
აქ შენობის გაფართოვება იგეგმება, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდა. პარალელურად მიმდინარეობს 2 ბაღის რეკონსტრუქცია. ქედაში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და 690 აღსაზრდელია.