შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა გუნდი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობას წარმატებით აგრძელებს.
ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე დამატებით, 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.