შსს პრანკერებთან მღებრიშვილის საუბარს არ ადასტურებს

13 აგვისტო 2017, 00:00 2412 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბლოგ Страна.უა-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს არასერიოზულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა არც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან და არც სხვა პირთან. შსს-ში ამბობენ,რომ იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია.

აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. აუდიოჩანაწერის თანახმად, "პრანკერი" საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.

ამავე კატეგორიაში