სატენდერო პაკეტი მზად არის და სპორტსკოლის მშენებლობისთვის ტენდერი ხელმეორედ გამარტივებული წესით უკვე გამოცხადდა. აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შპს „სტადიონმა“ 66,5 მილიონიანი ტენდერი პირველად 2017 წლის 18 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა.
პირველად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“ იყო, თუმცა ჩავარდნილი ტენდერის გამო პერიოდი 16 თვემდეა გაზრდილი. “შპს სტადიონი”-ს დირექტორის სულხან ხალვაშის თქმით კომპლექსის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი, 11 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება.შეგახსენებთ, რომ ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მას შემდეგ გადაწყდა, რაც მთავრობამ სამშენებლო კომპანია „ორბს,“ ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის 2 ფლიგელი გადასცა.