რექს სტილერსონის სამძიმრის წერილი

12 აგვისტო 2017, 00:00 2289 ნახვა

ხვალ ავღანეთში გაემგზავრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს და შემდეგ გერმანიაში ჩავა სადაც ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილ სამხედროებს მოინახულებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში, რექს ტილერსონმა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებას ტრაგედია უწოდა.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა ბებიაშვილის ოჯახსა და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა. მან გარდაცვლილი სამხედრო გმირად შეაფასა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. რექს ტილერსონმა მხარდაჭერა გამოუცხადა იმავე ტერაქტის დროს დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს. სამძიმრის წერილში მოხსენიებულია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები, რომლის თანახმად  ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატოს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას. 

ამავე კატეგორიაში